შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქის ვერგინე ა-ს შემოწმებისას, ხელჩანთაში არადეკლარირებული ოქროს ნივთები: სამაჯური – 2ცალი, ძეწკვი -2 ცალი, კულონი – 1 ცალი, ბეჭედი – 3 ცალი, ბეჭედი ბრილიანტის თვლებით -3 ცალი, სამეული ბრილიანტის თვლებით – 1 ცალი, საერთო წონით – 68,93 გრამი აღმოაჩნდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ნაკეთობების სატარიფო ღირებულება განისაზღვრა 5016,86 ლარით, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე ვერგინე ა-ს დაეკისრა ჯარიმა – 5016,86 ლარის ოდენობით.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved