_ სახლი იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით აშენდა, აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ბენეფიციარებმა თავი თავისუფლად იგრძნონ. ამ წუთას ჩვენთან 18 ბენეფიციარი არის, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. _ გვითხრა რომან ლომაძე.
მისივე თქმით, ცენტრს ამ ეტაპზე ესაჭიროება ზღვის ქოლგები და სახლთან მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის განათება.
სარეაბილიტაციო ცენტრს 31 ივლისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე შარაშენიძე და მისი მოადგილე, ირაკლი სირაძე სტუმრობდნენ.
კოტე შარაშენიძის თქმით, ის პრობლემები, რომელიც მოისმინა ცენტრის წარმომადგენლებისგან აუცილებლად შესრულდება:
_ მუნიციპალიტეტის გამგეობა აქტიურად თანამშრომლობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრთან და აუცილებლად მოვაგვარებთ იმ პრობლემებს, რომლებიც მათ გვითხრეს.