და რომლის შემოტანა კულტურაში დიდ სარგებელს მოუტანს ქართულ სოფლის მეურნეობას, როგორც ეკონომიურად, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით.
ძველად საქართველოში წაბლის ხეს ეპითეტად “ხე-მართალსაც”უწოდებდნენ. ესაა მცენარე, რომელსაც სამედიცინო ტერმინოლოგიით “უკუჩვენება” არ გააჩნია. მისი უნიკალურობა შემდეგში გამოიხატება: საუკეთესო მერქნის მომცემი, მაღალკალორიული და სასარგებლო თვისებების ნაყოფი, მეფუტკრეობაში მაღალპროდუქტიული თაფლოვანი მცენარე. გააჩნია ეროზიის საწინააღმდეგო ქმედება, მძლავრი ფესვთა სისტემის გამო. დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ მაღალი მედეგობა აქვს. ფოთლების გამოყენება მიღებულია ეკომეურნეობაში პროდუქტის შესანახად, მისი ფიტოცილური თვისებების გამო. ნიადაგის დამუშავების მინიმალური მოთხოვნილება გააჩნია. ყველა ამ დადებით თვისებებთან ერთად, მისი ნაყოფის საბითუმო ფასები დღითი-დღე იზრდება და პერიოდულად სამიდან თორმეტ ლარამდე მერყეობს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საჰექტარო მოსავლიანობა 5 ტონას შეადგენს.
წაბლის ჯიშების 500-მდე სახეობა არსებობს. საქართველოსა და აზერბაიჯანის ტყეებში გვხვდება ნამდვილი წაბლის ხეები, მსხვილი და წვრილი ნაყოფებით, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ არ არიან შესწავლილი, ჯიშები არ არის აღწერილი და გამოყოფილი.
დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში გვხვდება იაპონური წაბლი, სხვადასხვა ფორმისა და სიდიდისა. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფერის, გემოს და სიმწიფის პერიოდების მიხედვით. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ თესლით გამრავლებული წაბლის მცენარეები მკვეთრად განსხვავდება დედა მცენარის ნიშან-თვისებისგან, რაც უარყოფითად მოქმედებს ერთფეროვანი პლანტაციის გასაშენებლად.
იმისთვის, რომ ფერმერულ მეურნეობებში მივიღოთ ერთფეროვანი, ჩვენთვის ეკონომიურად სასურველი (საადრეო, კარგი გემური თვისებების, სასურველი ფორმის) პლანტაცია, აუცილებელია, ისინი გავამრავლოთ წინასწარ შერჩეული, აპრობირებული სადედე მცენარებისგან ვეგეტატიურად (მყნობა, დაკალმება). აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ახლა საშური სამუშაოების ჩატარება გვჭირდება, რადგან წაბლის მყნობა აგვისტოს ბოლომდეა შედეგიანი.
სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი ახლა აქტიურად მუშაობს წაბლის სადედე მეურნეობის შესაქმნელად, რისთვისაც ვაგროვებთ ინფორმაციას საადრეო ჯიშების აღწერის მიზნით. სადედე პლანტაციის შესაქმნელად ყველა ფერმერის დახმარება გვჭირდება, რათა მოგვაწოდონ ინფორმაცია არსებული ნარგაობის ან ერთეული საადრეო თუ სხვა ჯიშების არსებობის შესახებ, მისი ადგილმდებარეობის მიხედვით. ჩვენი ორგანიზაცია ამ მიზნით ხუთი აგვისტოდან უფასო ტრენინგებს ატარებს წაბლის მყნობის წესების შესასწავლად. ვიმედოვნებთ, ჩვენს რჩევას და თხოვნას არაერთი დაინტერესებული ფერმერი თუ კერძო პირი იღებს ყურად და გურიაში წაბლის ახალი, განსხვავებული ხანა დადგება.
აკაკი ღლონტი,ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის სპეციალისტი