_ მრავალძარღვას 30 გრამ გამხმარ ფოთლებს დავასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. ცოტა გაგრილდება და მივიღოთ 2 სუფრის კოვზი სამჯერ დღეში.
_ ვირისტერფას გამხმარ ფოთლებს დავასხათ მდუღარე წყალი . დავაყენოთ ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ გავწუროთ და ვსვათ ორი სუფრის კოვზი სამჯერ დღეში, ერთი კვირის განმავლობაში. ეს შველის ნახველის ამოღებას, ამსუბუქებს ხველის პროცესს, განსაკუთრებით, ღამით.
_ 30 გრამი ალოეს წვენი, 150 გრამი ღორის უმარილო ქონი, 150 გრამი თაფლი _ ეს ყველაფერი ავურიოთ კარგად და ერთ ჭიქა ცხელ რძესთან ერთად მივიღოთ, თითო სუფრის კოვზი ორჯერ დღეში.
ბავშვებისთვის ხველის დროს
_ ავიღოთ ჩვეულებრივი ვაშლის ფოთლები, კომშის ტოტები და ფოთლები, მოვხარშოთ 15 წუთის განმავლობაში. დავტკბილოთ მხოლოდ თაფლით და ჩაის ნაცვლად დავალევინოთ ბავშვებს.
_ მაყვლის ძირებს, ვირისტერფას და მრავალძარღვას ფოთლებს დავასხათ ერთი ლიტრი ადუღებული წყალი და გავაჩეროთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გავწუროთ და ბავშვებს დავალევინოთ ნახევარი ღვინის ჭიქა სამჯერ დღეში, დავუმატოთ თითო კოვზი თაფლი.
ყველა ეს მეთოდი ადვილად ხელმისაწვდომი, ეფექტური და ჩემს მიერ არაერთხელ გამოყენებულია, რადგან ოთხი შვილის გაზრდა მიწევს. გირჩევთ, საჭირო დროს გამოიყენოთ. არ დარჩებით უკმაყოფილო.