შემოქმედის მაჟორიტარ-დეპუტატის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემურ ჯახვას თქმით, ჯერჯერობით უცნობია თუ როდის ჩატარდება დღესასწაული.
_ რამდენიმე დღის წინ ვიყავით და მთაში უამინდობაა. აქედან გამომდინარე 8 აგვისტოს დაგეგმილი “გომისმთობის” დღესასწაული ცოტა ხნით გადაიდო, _ გვითხრა თემურ ჯახვამ.
“გომისმთობის” დღესასწაული ბოლო წლების განმავლობაში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გურიის გუბერნიის და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით და მხარდაჭერით იმართებოდა.