სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 7-დან 13 აგვისტოს ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდებზე www.naec.ge და online.naec.ge.
აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების დამატება/შეცვლა 13 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.
2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტებს საშუალება ქონდათ რეგისტრაციის დასრულებიდან კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში შეეცვალათ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები (ფაკულტეტები), მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა.
განაცხადში ცვლილებების შეტანის პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება.
სააპელაციო განაცხადების შევსების ვადები საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მოგვიანებით გამოქვეყნდება.