უკვე მეოთხე წელია, რაც დიაბეტურ ბანაკს სპონსორობას უწევს კომპანია „წყალი მარგებელი“ და ყოველწლიურად უსასყიდლოდ გადასცემს 1000-მდე ბოთლ ნაბეღლავისა და ბახმაროს წყალს.
მოზარდები ბანაკში, აშშ-ს სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, “ექთს ინტერნეიშენალის” პრეზიდენტმა პატრიცია ბლეიერმა , “ექთს ჯორჯიას” ვიცე-პრეზიდენტმა გურამ ამირიძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა თავად გააცილეს. მათ გაწეული დახმარებისთვის “წყალი მარგებელს” მადლობა გადაუხადეს და ხაზის გაუსვეს კომპანიის წვლილს აღნიშნულ საქმეში.
“ძალიან დიდი მადლობა “წყალი მარგებელს” გაწეული დამხარებისთვის. საკმაოდ დასაფასებელია როცა ასეთ საქმეში ბიზნესიც ერთვება. მეოთხე წელია მათ თანადგომას ვგრძნობთ. ყოველწლიურად ბანაკი მინერალური წყლით მარგდება, რომელიც ასე ძალიან უყვართ პატარებს და აჯანსაღებთ მათ,“ – აღნიშნა „ექთს ჯორჯიას“ ვიცე-პრეზიდენტმა პატრიცია ბლეიერიმ.
ექთს ჯორჯია საქართველოში დარეგისტრდა 1992 წლის 22 სექტემბერს. ექთს ჯორჯია ჰუმანიტარულ საქმიანობას ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობებს შორის ჰუმანიტარული და ტექნიკურ-ეკონომიკური დახმარების შესახებ დადებული
ხელშეკრულების საფუძველზე. 1995 წლიდან საქართველოში ყოველ ზაფხულს ტარდება გამაჯანსაღებელი ბანაკი დიაბეთით დაავადებული ბავშვებისთვის. (R)