შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომას თავმჯდომარეობდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე. სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს შემადგენლობაში შემავალი შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები.
აღნიშნულ სხდომას ასევე დაესწრნენ ა.შ.შ.-ს საელჩოს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროს (INL), ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის (DoJ), გაერო-ს ნარკოტიკების გავრცელებასა და დანაშაულთან ბრძოლის ოფისის (UNODC), ევროსაბჭოს (CoE) და ევროკავშირის (EU) წარმომადგენლები და სხვა უცხოელი პარტნიორები.
სხდომაზე წარმოდგენილ იქნა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის პროექტი და დამტკიცდა სამუშაო ჯგუფები.