განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 3 სექტემბერს ოზურგეთელ კონკურსანტებს გასაუბრებაზე გასვლა მოუწევთ. ესენია: მარინა ვაშალომიძე, ლელა იმედაშვილი, ნათელა თოხაძე, ირინა ინარიძე, ქეთო მოსახლიშვილი, გოჩა დავითაძე და ავთანდილ კეჭაყმაძე – კომისია ამ შვიდი კანდიდატისგან შეეცდება, აირჩიოს ოზურგეთის რესურსცენტრის ახალი ხელმძღვანელი.
ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ, რომ გურიაში, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში უკვე მოხდა ახალი ხელმძღვანელების შერჩევა, მაგრამ ოზურგეთში და საქართველოს კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში კონკურსის ახალი ტურის ჩატარება გახდა საჭირო.