მოვარდნილი წყალმა დატბორა გაგარინის ქუჩაზე მდებარე ბინის სადარბაზო. იგივე სიტუაციაა კლდიაშვილის ქუჩაზეც _ სადაც ორი საცხოვრებელი სახლია დატბორილი. სამაშველო სამსახურის უფროსის შალვა ბოლქვაძის თქმით მაშველთა ჯგუფები საკმარისის არაა, ამიტომ სახანძრო სამსახურის მობილიზებაც გახდა საჭირო. ჩვენი გადამღები ჯგუფები მუშაობენ ურეკშიც სადაც ანალოგიური სიტუაციაა. გურიაში ისევ გადაუღებლად წვიმს და სინოპტიკოსების ინფორმაციით ასეთი ამინდი დღის ბოლომდე გაგრძელდება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved