ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პრეზიდენტმა განაცხადა:
“ვინ დახურა “იმედი”? ჩვენ რომ დავხურეთ, ერთ კვირაში ისევ გავხსენით. ვინ დახურა შემდეგ? “იმედის” დირექტორი გიორგი თარგამაძე. ხო არ ვტყუივარ, ხო გიორგი თარგამაძემ დახურა ნამდვილად ? ვინ დახურა არჩევნების წინ, მე დავხურე თუ გიორგი თარგამაძემ? თუ გინდათ თქვათ, რომ მე ვმართავდი თარგამაძეს? მას შემდეგ, რაც ბადრი პატარკაციშვილმა სცადა სახელმწიფო გადატრიალება და ეს კადრები გამოვიდა ღია ეთერში, “იმედის” კოლექტივმა დახურა “იმედი”. მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ თქვენი ფლობელი რუსეთის დავალებით აპირებდა გადატრიალებას, კლავდა შინაგან საქმეთა მინისტრს და აპირებდა რაღაცას პრეზიდენტზე. ვინ დახურა “მე-9 არხი”? აბა, გამოიცანით? ამ არხმა გაუშვა ფილმი პუტინზე, დაურეკეს მფლობელს მოსკოვიდან და იმ კაცმა, რომელიც არის სააქრთველოს პრემიერ-მინისტრი, არხი დახურა მოსკოვიდან დარეკვით. მე იქ ვიყავი და ეს ისტორია ყველამ იცის,” _ განაცხადა სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.