მან ამ მიზნით არქიტექტორ-დამგეგმარებლებთან შეხვედრაც გამართა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, თბილისს ექნება საკუთარი განვითარების გეგმა და თვითნებურად ქალაქს ვერავინ შეეხება.
აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ უფრო მწვავედ დადგა, რაც დედაქალაქში გასხვისებული მწვანე ტერიტორიების მასობრივი ჭრა დაიწყო.
“მწვანეთა მოძრაობის” წარმომადგენელი ლელა კიკნაძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავდა, რომ აუცილებელია თბილისს ჰქონდეს განაშენიანების გეგმა, სადაც 20-30 წლისთვის გაიწერება მოსახლეობის ზრდასთან გათვალისწინებული მოთხოვნები. მიწისქვეშა-მიწისზედა კომუნიკაციების შემთხვევაში რა უნდა მოიჭრას, რა უნდა აშენდეს და საერთოდ, როგორი ქალაქი გვინდა, რომ დაგვრჩეს.