შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,ცსაპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, ე. წ.“ნარკოკომის“ შესახებ მიღებული შეტყობინების გადამოწმებისას, საბურთალოს ქუჩაზე, ლუკა გ–ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში სტუმრად მყოფი გიორგი ს. უგონო მდგომარეობაში დახვდათ. იგი სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადამ“ემერჯენს“-ის კლინიკაში გადაიყვანა. აღნიშნულ ბინაში ასევე იმყოფებოდნენ თავად ლუკა გ. და ლაშა ს, რომლებიც ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოტიკული ნივთიერება“ოპიუმი“-ს ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ლუკა გ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას”კოლტ”–ის და”სტეჩკინი”–ს მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და 2 ერთჯერადი შპრიცი ამოიღეს, რომლებშიც 0,0321 გრ”ჰეროინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება იყო მოთავსებული.
გამოძიება ლუკა გ–ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის”ბ” ქვეპუნქტით), ხოლო ლაშა ს–ს და გიორგი ს–ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
გამოძიებას აწარმოებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახური.