საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მპგ “დემოკრატიული მოძრაობა” ცესკოში რეგისტრაციას გაივლის როგორც საარჩევნო სუბიექტი. ამასთანავე, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად პარტიამ წარადგინა ქ-ნი ნინო ბურჯანაძე.
“დემოკრატიული მოძრაობა” დღეიდან შეუდგა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას და კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენს ცესკოს ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
































































