სოფელ ოზურგეთის ცენტრში კი გაზგსადენის ცენტრალური მილი დააზიანა _ მას ქარისგან მოგლეჯილი ხეები დაეცა და ახლა მილი მიწაზე აგდია.
სოფელ ოზურგეთის რწმუნებულის ვალერიან ჯინჭარაძის თქმით, წუხანდელმა სტიქიამ სოფლის სერიოზულად დააზარალა.
_ დილიდან მიკავშირდება დაზარალებული მოსახლეობა, მათ სახლებს ქარმა სახურავი გადახადა, ერთ-ერთ ოჯახში კი მცირეწლოვანი ბავშვები მთელი ღამე გადამძვრალი სახურავის გამო სულ წვიმაში ყოფილან. ძალიან მეცოდებიან, მაგრამ ჯერჯერობით მე არანაირი სახსრები მათ დასახმარებლად არ გამაჩნია. როგორც ხედავთ, დაზიანდა გაზსადენის ცენტრალური მილიც, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.
ქარისგან მოგლეჯილი ხეები გზაზე ყრია, სოფელს რამდენიმე საათით შუქიც არ მიეწოდებოდა.