მოსახლეობას სახლებში შეუვარდა წყალი, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ქარსაფარი ზოლი და წყლის სათავე ნაგებობა. ამ ეტაპზე ქალაქს არ მიეწოდება სასმელი წყალი; დატბორილია გზები და ჩამოტანილის ქვა-ღორღი.
მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ინფორმაციით, ზარალი ძალიან დიდია. არ არის ცნობილი, როდის აღუდგება ქალაქს წყლის მიწოდება, რადგან გადაუღებელი წვიმის გამო ბრიგადები ადგილზე მუშაობას ვერ იწყებენ.
წუთი-წუთზე ლანჩხუთში ელოდებიან ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას მოადგილეს შოთა მურღულიას, რომელიც ადგილობრივ მთავრობასთან ერთად მოინახულებს დაზარალებულ ადგილებს.
ამ წუთებში ქარი ჩადგა, თუმცა, ისევ გადაუღებლად წვიმს.