იაშვილის კლინიკის ნეირომეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნანა ტატიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს
“ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ და ჯანდაცვის სამინისტრომ, ბატონმა დავით სერგეენკომ გადახედოს პირველი გაყიდვის ერთ-ერთ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ოლიმპიური კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ “ნაცმოძრაობიდან” გია ნაცვლშვილმა შეიძინა საავადმყოფო. ნაცვლიშვილთან დღეს სახელმწიფოს აქვს შეკითხვები. სახელმწიფომ გადახედოს ამ ხელშეკრულებას და ონკოლოგიურის მსგავსად, როგორიც იყო ადრე იაშვილი, რეფერალურ საავადმყოფოდ დარჩეს”.
ექიმების განცხადებით, პრეზიდენტმა ერთ ლარად მიყიდა ნაცვლიშვილს იაშვილის კლინიკის 25%. მთელი კოლექტივის მოთხოვნაა, სახელმწიფომ კლინიკა მათ გადასცეს.
“ჩვენი მოთხოვნაა, სასწრაფოდ ჩაერთვნენ სამართალდამცავები და შეისწავლონ, რამდენად კანონიერად მოხდა გაყიდვა. საკითხავია, საერთოდ არის თუ არა გადახდილი ის 20 მილიონი. ა აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ კონკრეტულად ამ ადამიანის მიერ შეძენილი ქონებით.
შეგახსენებთ, რომ კომპანია “ავანტე ჰოსპიტალ მენეჯმენტ გრუპის” 5 კლინიკა თურქულ-გერმანულმა კომპანია “უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა” შეიძინა, რომლის წარმომადგენელიც თექინ ატიკი.
გავრცელებული ინფორმაციით, “უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა” იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა “ახალ კლინიკაში”, პედიატრიის, ალერგოლოგიისა და რევმატოლოგიის ცენტრში, ქალთა სამედიცინო ცენტრ “ახალ სიცოცხლეში” და ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში 20 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა.
არსებული ინფორმაციით, ახალი მფლობელი აღნიშნულ კლინიკებში 25 მილიონი აშშ დოლარის ტექნიკურ გადაიარაღებას და ახალი აპარატურის შემოტანას აპირებს.