აქციის მონაწილეებს, მოყვანილი ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვებიც და ამით ხაზს უსვამენ იმას” რომ მცირეწლოვან შვილებთან ერთად ქუჩაში დარჩებიან. ისინი ხელისუფლებისგან დროულად რეაგირებას მოითხოვენ _ გამოსახლების შეჩერებას და გრძელვადიან, დაბალ პროცენტიან სესხებს.
აქციის მონაწილეები, მათი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით, მრავალათასიანი აქციებით იმუქრებიან. მათი მხრიდან გაჟღერდა მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც დაზარალებულებიც შევლენ.
იპოთეკარების აქციას უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი შეუერთდა, რომელმაც ხელისუფლებას კიდევ ეთხელ მოუწოდა სწრაფი რეაგირებისკენ, რათა არ მოხდეს ამ ადამიანების უსახლკაროდ დარჩენა. ის მთავრობას წინასაარჩევნო დაპირებებსაც ახსენებს და ამბობს, რომ ეს ადამიანები ქუჩებში გამოვლენ და მათი შეჩერება შეუძლებელი გახდება.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი “იპოთეკით დაზარალებულთა შესახებ” პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა, მისი მეორედ მოსმენა ამ დროისთვის შეჩერებულია _ ამის მიზეზი პრემიერის განცხადება გახდა, რომლითაც მან პარლამენტს მოუწოდა, ამ საკითხზე მთავრობასთან ერთად ემსჯელა.