გაბაშვილის თქმით, მერაბიშვილს პატიმრობა არაუფლებამოსილმა მოსამართლემ შეუფარდა. მისივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დაპატიმრება პოლიტიკური აქტი და ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთა იყო.
“არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივანს აპატიმრებენ, არის პირდაპირი გზავნილი ოპოზიციის მიმართ. კარგად ჩანს რომ ქუთაისში საქმე უკვე გარკვეული ჰქონდა პროკურატურას და მთავრობას. ამიტომ ქუთაისში, აბსოლუტური დარღვევებით წამოიღეს საქმე. ეს ყველაფერი გასაჩივრდება სტრასბურგში. დარწმუნებული ვარ, სტრასბურგი თავის გადაწყვეტილებას მიიღებს ვანო მერაბიშვილის საქმეზე,” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა დღეს განცხადება გააკეთეს, რომლის თანახმად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმე სტრასბურგში გასაჩივრდება.