12 წლის მძინარე გოგონა ნგრევის დროს კედლის ქვეშ მოჰყვა, რომლის გამოყვანა გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დროულად მოახერხეს.
_ საწოლში იწვა, როცა კედელი ჩამოინგრა. როგორც ჩანს, მოასწრო და საბანში გაეხვია. საბედნიეროდ, მისი ნანგრევებიდან ამოყვანა დროულად მოხერხდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, შალვა ბოლქვაძემ.
დაზარალებული ამ წუთებში ოზურგეთის საავადმყოფო “ავერსში” იმყოფება. კლინიკის ხელმძღვანელის, დავით მდინარაძის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.