რომლის თანახმადაც ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ, უფასოდ გაიარონ გადამზადების კურსი და ინგლისურ ენას დაეუფლონ. სიგუას განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ტურისტებისთვის მეტი კომფორტული გარემოს შექმნას.
“ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც ჩააბარებენ გამოცდას და დააკმაყოფილებენ ელემენტარულ საკომუნიკაციო მოთხოვნებს, ჩვენგან მიიღებენ ტრაფარეტებს, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მძღოლს ინგლისურად საუბარი შეუძლია. 20 ნოემბრამდე ტაქსის მძღოლებს მართვის მოწმობის წარდგენით ექნებათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ და გაიარონ უფასო გადამზადების კურსი,” _ ამბობს გიორგი სიგუა.
ტაქსის კომპანიები, რომლებიც ძირითადად გამოძახებაზე მუშაობენ, “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობენ, რომ ამით კონკურენციის გაზრდის საფრთხეს ვერ ხედავენ, რადგან მათ ხელშეკრულებით მუდმივი კლიენტები ჰყავთ.
“სასტუმროების ნაწილს ჩვენთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული და ხშირად, როდესაც სასტუმროს ავტომობილი დაკავებულია, ჩვენს ტაქსებს იძახებენ, თუნდაც უცხოელი სტუმრებისთვის. არც ერთხელ ენის ბარიერის გამო, ჩვენს მძღოლებს კლიენტთან პრობლემა არ შექმნიათ,” _ აცხადებენ კომპანიაში.
აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებენ მძღოლები და აღნიშნავენ, რომ მეტნაკლებად, ისინი ერკვევიან ინგლისურ ენაში და თუ ექნებათ საშუალება, უფასოდ გაიღრმავონ ცოდნა, ამაში ცუდი არაფერია.