როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე მარინე სუპატაშვილი ამბობს, სამი დღეა მოითხოვენ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას და ვერ მოახერხეს.
“ვაგრძელებთ აქციას მანამ სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჩვენი მოთხოვნაა შეწყდეს აუქციონზე ჩვენი ბინების გაყიდვა, შეჩერდეს გამოსახლება და მოგვცენ დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხები. მესამე დღეა ვშიმშილობთ, სხვადასხვა ქალაქებიდან გვიერთდებიან, დიდ აქციებს ვგეგმავთ. სანამ მიზანს არ მივაღწევთ, აქ ვიქნებით. მესამე დღეა, ვითხოვთ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას, მაგრამ არანაირად არ ხერხდება. კარებშიც ვუსაფრდებით, რომ როგორმე ვნახოთ, მაგრამ საიდან შეიპარება და გამოიპარება, ვერ ვხვდებით. გვინდა მას შევხვდეთ და დაველაპარაკოთ”, _ თქვა მარინე სუპატაშვილმა.