ნადირაშვილის თქმით, ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობებზე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე მუდმივ ზემოქმედებას ახდენს და ამის მაგალითად დაასახელა ვანის მუნიციპალიტეტიც.
“ვაცხადებ, რომ ნადირაშვილის განცხადება სიცრუეა; ვანის მუნიციპალიტეტში, შვებულებაში მყოფი გამგებლის ზურაბ გეგიძის გადაყენება, რამდენიმე დღის წინ, მოინდომეს პარლამენტის წევრმა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა პაატა ლეჟავამ, იმერეთის რეგიონის მოქმედმა გუბერნატორმა გია მატარაძემ და ვანის საკრებულოს გადაყენებულმა თავმჯდომარემ დავით კაკაბაძემ. მათ გამგებელი დაიბარეს და მოთხოვეს თანამდებობიდან გადამდგარიყო. აქედან გამომდინარე , მაინტერესებს, სად ხედავს ქალბატონი ირმა ნადირაშვილი თვითმმართველობებზე ხელისუფლების ზეწოლას,” _ ამბობს დავით ლორთქიფანიძე.