დაჭრილი ამ დროისათვის ქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან.
იტალიური მედიის ცნობით, რომელიც თვითმხილველთა მონათხრობს ეყრდნობა, დაახლოებით 35-40 წლის ქართველი მამაკაცი სასიკვდილოდ სამმა თანამემამულემ გაიმეტა და დანით სასიკვდილო ჭრილობების მიყენების შემდეგ გაძარცვეს კიდეც.
ინტერნეტგამოცემა www.ilgiorno.it-ის ცნობით, მოგვიანებით, პოლიციამ ორი ქართველი დააკავა, რომელიც აღნიშნულ დანაშაულთან უნდა იყოს კავშირში. დაჭრილი საქართველოს მოქალაქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, რადგანაც იგი უგონო მდგომარეობაშია და მასთან კონტაქტის დამყარება ვერ ხერხდება.