დოკუმენტის პირველი განხილვა თვენახევრის წინ მოეწყო.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ხათუნა გოგალაძის განცხადებით, იყო ვიწრო შეხვედრებიც. დოკუმენტის შეცვლა სამინისტროშიც აქტიურად მიმდინარეობდა, ეს კი დოკუმენტის მეტ-ნაკლებად საბოლოო განხილვაა.
“ამჟამად იყო არა იმდენად კონცეპტუალური შენიშვნები, რამდენადაც რედაქციული ხასიათის. რაც შეეხება პროცედურებს, სანამ პარლამენტში გაიგზავნება ეს დოკუმენტი, მანამდე მისი გაცნობა სამინისტროებისთვის მოხდება. პარლამენტში მის წარდგენას ვგეგმავთ ოქტომბრის დასაწყისში. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს პროგრამა, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული საქმიანობები და ვადები ტყესთან დაკავშირებით, მათ შორის ბიუჯეტიც. იგივე ტყის კოდექსიც ამ პრინციპების მიხედვით უნდა იქნას გაკეთებული. ანუ ეს არის საბაზისო დოკუმენტი, რომელმაც უნდა შექმნას საფუძველი იმისა, თუ საით მივდივართ”, _ აღნიშნა ხათუნა გოგალაძემ.