ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით შეხვერდაზე KfW-ის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია გერმანული მხარის და კონკრეტულად, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ის დახმარება, რომელსაც ისინი გვიწევენ ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის. KfW-ის დაფინანსებით ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები ბათუმსა და ქუთაისში. ბანკი აქტიურად თანამშრომლობს ქართულ მხარესთან ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში. შევთანხმდით, რომ გაგრძელდება მოლაპარაკებები და იმედი გვაქვს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება,” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
“ფინანსთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ თანამშრომლობაზე, რომელიც KfW-ს აქვს საქართველოსთან. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ როგორც საქართველოს მთავრობის მუშაობის, ისე ჩვენი პროექტების მიმდინარეობით, მათ შორისაა, ენერგეტიკა, წყალმომარაგება, საკანალიზაციო სისტემები, გარემოს დაცვა. უახლოეს მომავალში ხელს მოვაწერთ კიდევ 2 პროექტს. პირველი ესაა ქუთაისში ნაგავსაყრელის მშენებლობა, ხოლო მეორე პროექტი შეეხება ენერგეტიკის სფეროს მხარდაჭერას. ასევე მნიშვნელოვანია, ის საგრანტო დახმარება, რომელიც ბუნების დაცვაზე გამოვყავით,” – განაცხადა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევა ვიტიმ.
შეხვედრას გერმანიის მხრიდან დაესწრნენ წარმომადგენლები KfW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისიდან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოდან.