და სკოლაში არავინ არ არის.
_ მშვიდობაა. არაფერი არ არის ისეთი. ეტყობა, ცრუ შეტყობინება იყო და ყველაფერი კარგად არის. ბავშვები გამოვიყვანეთ მშვიდობიან ადგილზე და რამდენიმე წუთის წინ ტრანსპორტით გავუშვით სახლში, _ გვითხრა ციური გოგიბერიძე.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ცრუ ზარის გახორციელებისთვის უკვე დაკავებულია ორი ბავშვი.
_ ცოტა ხანში გავავრცელებთ ინფორმაციას და დაგიკავშირდებით, _ გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურში.