მისი განცხადებით, იმ გადაცემების ბედი, რომელიც მიჰყავთ ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს და დავით პაიჭაძეს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და შესაძლოა, ეს გადაცემები ეთერში აღარ გავიდეს.
ბარამიძემ პარლამენტიდან მიმართა ხელისუფლებას, რომ არ დაუშვას ამ გადაცემების დახურვა.
მის ამ განცხადებას სესიაზე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წვერი ელისო ჩაფიძე და შეახსენა, რომ ის თუ ვინ იქნება წამყვანი და იქნება თუ არა გადაცემები, ეს პარლამენტის გადასაწყვეტი არ არის და ამაზე “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” უნდა იზრუნოს.