ის ხელისუფლებას მოუწოდებს, დროული რეაგირება მოახდინოს სოფელ დიცში მიმდინარე მოვლენებზე.
როგორც ცნობილია, რუსმა მესაზღვრეებმა გუშინ, სოფელ დიცში სასაზღვრო სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. ბარამიძე აღნიშნულ ფაქტს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. შეურაცხმყოფელ ქმედებად აფასებს. დეპუტატი პოლიტიკურ ოპონენტებს საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ “როდესაც ქვეყნის ინტერესებს და ქვეყნის მტრის მოგერიებას ეხება საქმე, ყველა ერთად უნდა ვიყოთ.”