როგორც გაირკვა, ეს ქალბატონები აკეთის თმის მკვიდრები იყვნენ. ზვიად ნაკაიძის თქმით, ისინი თავს ” ქართული ოცნების” პატრიოტ ქალბატონებად მოიხსენიებდნენ და საუბნო კომისიის წევრთა სიაში არმოხვედრას აპროტესტებდნენ.
_ დღეს 5 ქალბატონი მოვიდა ჩემთან და მოიტანეს განცხადება, რომლის მიხედვითაც ითხოვდნენ, მიგვეწოდებინა ინფრმაცია, იყვნენ თუ არა კომისიის შემადგენლობაში. ატეხეს აყალმაყალი, ილანძღებოდნენ და იმუქრებოდნენ.
როგორც მათ განმიმარტეს, ისინი ” ქართული ოცნების” პატრიოტები ყოფილან. ცდილობდნენ, ზეგავლენა მოეხდინათ ჩემ გადაწყვეტილებაზე და გაერკვიათ, თუ რატომ ვერ მოხვდნენ კომისიის წევრთა სიაში. იყო ცხვირპირის დალეწვით დამუქრება, ქმრების საქმეში ჩარევით. ქალბატონი, რომელიც ცხვირპირის დამტვრევით მემუქრებოდა, ვინმე ირმა კალანდაძეა. რაც ყველაზე მთავარია, ამათგან ერთ-ერთ ქალბატონს საერთოდ არ ჰქონია განცხადება დაწერილი კომისიის წევრობაზე. როგორც ერთ-ერთმა ქალბატონმა მითხრა, მათ კომისიის წევრობას დაჰპირდა ვინმე დათო.
როგორც ირა კალანდაძე ამბობს, ის და კიდევ 4 ქალბატონი იმის გასაგებად მივიდნენ ზვიად ნაკაიძესთან, თუ რატომ ვერ მოხვდნენ კომისიის წევრთა სიაში, რის შემდეგაც ზვიად ნაკაიძემ თავად დაუწყო ქალებს ყვირილი და მაგიდაზე მუშტების ბრახუნი:
_ დედაკაცები გვეძახა. გვეუბნებოდა არ მინდოდა და არ აგირჩიეთო. ვაპროტესტებდით იმ ფაქტს, რომ აკეთის საარჩევნო კომისიაში არიან ისეთი ადამიანები, რომელიც ორ სამსახურში ერთად მუშაობენ. ვითხოვდით, რომ იქნებ, ჩვენც დავესაქმებინეთ. უმუშევარი, ქვრივი ქალი ვარ. რა პრინციპით შეარჩიეს წევრები, ვერ გავიგე. მაქვს სერტიფიკატიც და გამოცდილებაც, _ შარშან ვმუშაობდი კომისიის წევრად. ნაკაიძემ მითხრა, კიდევ კარგი რომ არ აგირჩიეთ, სანამ მე ვიქნები კომისიის თავმჯდომარე, შენ ვერსად ვერ იქნები კომისიის წევრიო, _ გვითხრა კალანდაძემ.