კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ეკა ურიდიას ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 10:00-დან 17:00 საათამდე გაითიშება ქვესადგური “ყულიშკარი“ რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ზუგდიდში 1400 აბონენტს.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე კი გამოირთვება ქვესადგური “მარტვილი“ რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მარტვილში 129 აბონენტს და სოფელ ნაგვაზაოში 1896 აბონენტს.
10:00 საათიდან 18:00 საათმდე გამოირთვება 35 კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზი მესტია-ლახამულა. შედეგად ელექტროენერგია გაეთიშება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულასა და ეწერში 404 აბონენტს.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” განცხადებით, მოსახლეობას ელექტროენერგიის აღდგენა ტექნიკური სამუშაოების დამთავრებისთანავე აღუდგებათ.