მდინარე ლოპოტამ დამცავი ჯებირი გაარღვია და კალაპოტიდან გადმოვიდა. სოფელ ნაფარეულში დატბორილია რამდენიმე ათეული სახლი, სარდაფები, ეზოები.
თელავში მეხი დაეცა ელექტროგადამცემ სადგურს და ამ დროისთვის ადგილობრივ მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგი არ მიეწოდება. დატბორილია ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია.
როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აცხადებენ ზარალის ოდენობა უცნობია.
ამ დროისათვის სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ზარალის დამთვლელი კომისია შეიქმნება.