ამის შესახებ “გურია ნიუსს” სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
ადგილზე ასევე, იმყოფებიან ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმოადგენლები.
როგორც “გურია ნიუსს” მისიის პრესსამსახურში განუცხადეს, უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას სავარაუდოდ, მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
დღეს დილით ქარელის რაიონის სოფელ დვანში რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი 600 მეტრით გადმოწიეს და მავთულხლართების გაბმის პროცესი განაახლეს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ანალოგიური მდგომარეობა იყო გორის რაიონის სოფელ დიცშიც.