ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.
_ ორი დღის წინ, როდესაც საქონელი ჩამორეკეს, დააფიქსირეს, რომ სოფელ დვანში ბოძები იყო დაწყობილი. გუშინ დილიდანვე ავიდნენ სოფელში და უკვე მთელ პერიმეტრზე იყო ბოძები, რომლითაც საზღვარს აკეთებენ. ე.წ. საოკუპაციო საზღვარი, სოფლის რწმუნებულის თქმით, 500-600 მეტრზე გადმოიწევს… ეს არის სახნავ-სათესი მიწები, ერთ ადგილობრივ მცხოვრებს, ხეხილის ბაღი აქვს.
სოფელ დვანში ასული იყვნენ ქარელის გამგებელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები. მე, პირადად, სოფლის რწმუნებულთან ერთად წავედი, რადგან ტრიალ მინდორს გადიხარ და ვიღაცამ რომ დაგატყვევოს, პასუხს არავინ აგებს, მიუხედავად იმისა, რომ პატრულირებს პოლიცია. იქ იყვნენ ევროკავშირის წარმომადგენლებიც. ეს საზღვარი დვანში ომის შემდეგ იყო გადმოწეული ოსური სოფლის საზღვრებთან ახლოს. ახლა ეს არის სოფლის სხვა ტერიტორია, ანუ პერიმეტრი გაიზარდა. ეს შემაშფოთებელი ფაქტია, თუმცა, ხელისუფლების მაღალი რანგის ჩინოვნიკები იქ არ ყოფილან. შიდა ქართლის გუბერნატორმა გააკეთა განცხადება, რომ შესაძლებელია, საირიგაციო სისტემა (წყალსაცავი) საზღვარს იქით მოყვეს, რომელიც უამრავ პრობლემას შეუქმნის იქაურებს, _ გვითხრა არინა თავაქარიშვილმა.
არინა თავაქარიშვილის ფოტო