თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათთვის ბინები სპეციალური პროექტით რემონტდება და ფიზიკური მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი.
დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, “სამხედრო ქალაქში” ახალ ბინებს 900-მდე სამხედროს ოჯახი მიიღებს. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ოთხი კორპუსის მშენებლობა ივნისის თვიდან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
“დღეს, “სამხედრო ქალაქში” მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დასათვალიერებლად თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე იმყოფებოდნენ. სამშენებლო კომპანიის შ.პ.ს “მშენებელი 2011″ დირექტორმა სამშე გიორგი რჩეულიშვილმა თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ პირადად მიაწოდა ინფორმაცია,” _ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
“სამხედრო ქალაქში” კორპუსების მშენებლობა 2012 წლის სექტემბერში დროებით შეჩერდა და მიმდინარე წლის ივნისიდან განახლდა. ამჟამად, ექსპლუატაციაში ერთი კორპუსია შესული, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები ცხოვრობენ.