_ საზმაუს დახურვის მომხრე ვარ. დიახ, საერთოდ უნდა დავხუროთ, რადგანაც წურბელებად იქცნენ და ვერადა ვერ გახდნენ მიუკერძოებლები და ნეიტრალურები. იქ დღესაც მოკალათებულები არიან ნაცების ხელისუფლების მანქურთები და ათასგვარ ინტრიგას ხლართავენ. ჩვენ კი მათ ხელფასებს ვუხდით. 40 მილიონი კი, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის ჯიბიდან ხმარდება ამ არხს სხვა კეთილ საქმეებს მოვახმარო, _ ეს განცხადება ზვიად კვაჭანტირაძემ ფეისბუქის გვერდზე გუშინ გაავრცელა.
დეპუტატის ამ განცხადებას ბევრი კომენტარი მოჰყვა, რომელზეც ოზურგეთის მაჟორიტარმა ასეთი განმარტება გააკეთა:
_ ხომ ხედავთ, ხალხო, აზრების რა ნაირფეროვნებაა. ეს ჩემი სტატუსი, ვაღიარებ სანახევროდ პროვოკაციული იყო, მაგრამ საზმაუს რომ დედა აღარ ჰყავს და რაღაცა უნდა ვიღონოთ სასწრაფოდ, ესეც ხომ სახეზეა. სრული სერიოზულობით კი ვაცხადებ, რომ აბსოლუტური რეორგანიზაციაა საჭირო, _ აღნიშნა კვაჭანტირაძემ.