“პრინციპში ხელისუფლებას ამისთვის არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში და ბევრმა წაიღოს აქედან დადებითი ინფორმაცია,” _ განაცხადა აბაშიძემ.
ასევე, საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს შორის, სავიზო რეჟიმს. აბაშიძის განმარტებით სავიზო რეჟიმი არ გაუქმდება, თუმცა, მისი გამარტივება მოხდება.
“ნათესაური, პროფესიული კავშირებისა და ბიზნეს ურთიერთობებისათვის ვიზები ადვილად გაიცემა. ცვლილებას დადებითად უყურებენ რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ბიზნესის საქართველოში წამოღებაზე ფიქრობენ,” – განაცხადა აბაშიძე.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დღეს პარლამენტში იმყოფება და “ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა დროებითი კომისიის” წევრებს ხვდება.