“გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურების კომიტეტს, ასევე, სხვა დაინტერესებულ დეპუტატებს, წარვუდგინეთ ანგარიში გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ, ბოლოს ერთი წლის განმავლობაში. ჩვენ ვისაუბრეთ სამინისტროში მომხდარ სtრუქტურულ რეფორმებზე. ასევე, იმ შინაარსობრივ ცვლილებებზე, რაც უკვე განხორციელდა ან დაგეგმილია უახლოეს მომავლაში. საუბარი შეეხო იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა და კანონპროექტებს, რომელიც მოკლე პერიოდში იგეგმება, რომ პარლამენტში განსახილველად წარვადგინოთ. საუბარი იყო ასევე ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტზე. ეს გახლავთ ჩარჩო დოკუმენტი, რომელსაც შემდეგ სატყეო სფეროში განსახორციელებლი საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ცვლილებები უნდა დაეფუძნოს, რათა ამ სექტორის გამართული ფუნქციონირება იყოს შესაძლებელი”, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ.
დღესვე “გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურების კომიტეტმა” ქუთაისი 25-ე საჯარო სკოლასთან ურთიერთ თანამშრომობის მემორანდუმი გააფორმა.