“დღეს ჩამოვედით, რათა მივეხმაროთ მევენახეობაში დასაქმებულ ადამიანებს, ფინანსთა სამინისტრო, მისი ხელმძღვანელობა, ჩემი ოჯახის წევრები ჩამოვედით და ვცდილობთ პატარა წვლილი შევიტანოთ იმ საქმეში, რასაც ქართული სოფლის განვითარება და ქართული ეკონომიკის სიძლიერე ჰქვია,” _ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად რთველში მონაწილეობა მიიღო სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.
“წელს დიდი მოთხოვნაა ყურძნის ჩაბარებაზე. ბევრი კომპანია იყო ჩართული ამ პროცესში. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 75 ათასი ტონა ყურძენი უკვე ჩაბარებულია ინდუსტრიის მიერ და ვვარაუდობთ, რომ 10 დღეში კახეთის რეგიონში რთველი დასრულდება,” _ განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შავა ფიფიამ.
მევენახეებთან ერთად უწყების წარმომადგენლებმა კაბერნეს ჯიშის ყურძენი დაკრიფეს, რომლითაც ევროპული სტანდარტების სამარკო ღვინო მზადდება.