“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია _ მცირდება სამუშაო ადგილები და ადამიანები სამსახურის გარეშე რჩებიან.
“კითხვის ნიშანი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის ეკონომიკა რთულ სიტუაციაშია, მცირდება სამუშაო ადგილები და ადამიანები უსამსახუროდ რჩებიან. ჩვენ არ ვაპირებთ კინკლაობას და ეს დებატები ჩვენთვის ამის საშუალება არ არის. გვინდა ვაჩვენოთ მთავრობას, რა უნდა გავაკეთოთ ეკონომიკაში, რადგან მათ ხედვას ვერ ვხედავთ,” _ განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკურ საკითხებზე დებატები გაიმართება.