წარმოდგენილი ცვლილებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს, პლენუმის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე, რეკომენდაციების წარდგენის, მოსამართლედ დანიშვნის მინიმალური ასაკს და სხვა მოთხოვნებს განსაზღვრავს. ასევე, რაიონული და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უვადოდ დანიშვნის, მოსამართლის რეზერვში ჩარიცხვისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტები საკითხებს.
პარლამენტმა დღესვე მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ორი წევრი აირჩია. სადისციპლინო კოლეგიის წევრობის 4 კანდიდატიდან სიითი უმრავლესობა – 76 ხმა პირველი კენჭისყრით, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. ორ კანდიდატს შორის, ქეთევან ბექაურს 74-მხარდამჭერი, ხოლო კახა წიქარიშვილს 70 აღმოაჩნდა. ვინაიდან ვერცერთმა კანდიდატმა პირველი კენჭისყრით ხმათა უმრავლესობა ვერ მიიღო, მეორე ტური დაინიშნა.
“ვინაიდან კანდიდატების რაოდენობა 2-ჯერ მეტი ვაკანსიაზე უნდა იყოს, ხოლო ვაკანსია არის 2, ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2 საუკეთესო შედეგი ჰქონდა 2 კანდიდატს, ჩვენ მაინც ოთხივე კანდიდატს უნდა ვუყაროთ კენჭი, რათა დავიცვათ წესი, რომმლის თანახმადაც ორჯერ მეტი უნდა იყოს კანდიდატების რადენობა ვაკანტური თანამდებობების რაოდენობაზე”, _ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.
მეორე კენჭისყრის შედეგად კი ქეთევან ბექაური 84 მით 0-ის წინააღმდეგ აირჩიეს.