1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით მმართველმა კოალიციამ და ბურჯანაძის პარტიამ თითქმის ერთნაირი რაოდენობის შემოწირულობა მიიღეს, თუმცა მმართველ პარტიის შემოწირულობებში ძირითადად ფულადი შენატანები ჭარბობს, მაშინ როდესაც ბურჯანაძის პარტიას მხარდამჭერები არაფულადი შემოწირულობებით ეხმარებიან.
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 562,800.00 ლარი.
“დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო” – 513,335.00 ლარი.
ლევან ჩაჩუას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი – 3,045.00ლარი, აქედან 550 ლარი თავად პრეზიდენტობის კანდიდატს ეკუთვნის.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული დასი” – ჯონდი ბაღათურიას 60 ლარიანი შენატანით.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს ევროპელი დემოკრატები” – ზურაბ ხარატიშვილმა საკუთარ პარტიას 4000 ლარი შესწირა.
საქართველოს კონსერვატიული პარტია – 99,950.02 ლარი
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 74 ლარი
საქართველოს რესპუბლიკური პარტია – 105,437.00 ლარი
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი დემოკრატები” – 304,847.57
პოლიტიკურიგაერთიანება “თავისუფალი საქართველო” – 5,461.60 ლარი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს გასული წლიდან ახორციელებს. მონაცემები პოლიტიკურ პარტიათა შემოწირულობების შესახებ სამსხურის ვებგვერდზე ყოველთვიურად ქვეყნდება.