ანა გვაზავა. საქველმოქმედო ორგანიზაცია “ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი”-ს პრეზიდენტი: “ადამიანები რომლებიც გამოწყობილები არიან თეატრალიზებულ ფორმებში, მოივლიან თბილისის ქუჩებს, გააღიმებენ სხვა ადამიანებს და უსურვებენ მათ ბედნიერ და წარმატებულ დღეს. შემდეგ ვესტუმრებით მე-200-ე სკოლა–პანსიონს, სადაც ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. ჩვენ ღრმად გვწავმს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ამას ვიმეორებთ რამდენი ხანია. ვმუშაობთ ამ საკითხზე და მუშაობას შედეგი მოაქვს“.
ანა წერეთელი. აქციის მონაწილე: “გვინდა, რომ ბავშვების ცხოვრება ცოტათი მაინც გავახალისოთ. მათ მართლა სჭირდებათ ჩვენი ღიმილი. 5 წელია ამგვარ ღონისძიებებს ვატარებთ. ვაგროვებთ შესაწირს. მიგვაქვს ტკბილეული. მათთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, თუნდაც უბრალო გაღიმება”.
შეგახსენებთ, რომ ღიმილის საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად ოქტომბრის პირველ პარასკევს ზეიმობენ. ამ დღის აღნიშვნა ამერიკელი მხატვრის, ჰარვი ბელის სახელს უკავშირდება. სწორედ მას ეკუთვნის “სმაილის” ლოგო, ყვითელ რგოლში მომღიმარი შავი პირი, რომელიც მხატვარმა შემთხვევით დახატა და შემდეგ მთელს სოფლიოში ღიმილის სიმბოლოდ იქცა
ღიმილის საერთაშორისო დღე პირველად 1999 წელს აღნიშნეს. ჰარვი ბელს მიაჩნდა, რომ ამ დღეს ადამიანები დადებით განწყობაზე უნდა იყვნენ და რაც შეიძლება ხშირად გაიღიმონ.