სს”ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ 7 ოქტომბერს 10:00 საათიდან და 18:00 საათამდე გამოირთვება 35/6 კილოვოლტიანი ქვესადგური “ზუგდიდი-3” გეგმიური სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 3375 აბონენტს (2189 აბონენტი ქალაქი და 1186 აბონენტი სოფლები: ახალი სოფელი და კოლხიდა).
7,8,9,და 10 ოქტომბერს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ 9:00 საათიდან და 18:00 საათამდე (საღამოს ჩართვით) გამოირთვება 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი “ხუდონი” (ქვესადგურები: ხუდონი, ხაიში, საგერგილა, იფარი, ჯორკვარი, დიზი) სამუშაოების მიზნით, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მესტიის მომსახურეობის ცენტრის 688 აბონენტს (სოფლები: ხუდონი, ხაიში, საგერგილა, იფარი, ჯორკვარი, დიზი).
ს.ს. “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს რეგიონული ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.