ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის პროცესში. საქართველოს ხელისუფლების ხედვებზე სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე ქვეყანაში წარმატებული რეფორმების განხორციელების კუთხით. საუბარი შეეხო ვილნიუსის მომავალ სამიტს, მოსამზადებელ და სამიტის შემდგომ პერიოდს და პერსპექტივებს.
მაია ფანჯიკიძემ თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის უკანონო ქმედებებზე და მადლობა გადაუხადა ევროკავშირს შესაბამისი რეაგირებისთვის აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით მწვავე გამოხმაურების გამო.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების” მომდევნო ფორუმი საქართველოში გაიმართება და საქართველოს წარმატებები უსურვოს აღნიშნული კუთხით.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებიან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მინისტრები, ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე, ევროკავშირის და მისი პარტნიორი ექვსი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების 250 –მდე წარმომადგენელი. ფორუმზე განიხილავენ სამოქალაქო საზოგადოების პრიორიტეტებს და მის წვლილს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების პროცესში.