ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერებს, რომლებიც ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში იყვნენ შეკრებილნი.
“ძალიან ბევრი კითხვები იყო ჩემი წასვლის შესახებ და ამის შესახებ ჟურნალისტებთან ხშირად ვსაუბრობდი, რადგან საზოგადოება მინდოდა დამერწმუნებინა. გულწრფელად აღვწერე რას ვაპირებდი და როგორ, სად გადავდიოდი და რისთვის. შეგახსენებთ, ჩემი პოლიტიკაში მოსვლის დროს განვაცხადე, რომ 2-3 წლამდე დავრჩებოდი პოლიტიკაში და შემდეგ საზოგადოების აქტიური წევრი ვიქნებოდი. 2-3 წლამდე პერიოდში მე შევასრულებ ყველა დაპირებას და 20 წლის მოღვაწეობას ვიწყებ, 20 წლიანი პერიოდი მექნება და შედეგს მივაღწევთ 20 წლის შემდეგ.
საბჭოთა კავშირის დროს საქართველო იყო ყველაზე წარმატებული ერი, როცა სახლიდან ოზურგეთში მოვდიოდი, ასე მეგონა პარიზში ვიმყოფებოდი, იმხელა განსხვავება იყო ზემო იმერეთსა და გურიას შორის,” _ განაცხადა ივანიშვილმა.
“ბატონმა ბიძინამ მოახერხა და ამ შეხვედრას დაესწრო. მან დიდი იმპულსი შესძინა დღევანდელ შეხვედრას. სამწუხაროდ, უამინდობის გამო მოხდა თეატრში შეხვედრა. ამიტომ, შესაძლებლობა არ ჰქონდა გარკვეულ ნაწილს დასწრებოდა, მაგრამ ყველაფერი განსაკუთრებულად ემოციური იყო,” _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრის დარსულებისას.
“გურია ნიუსმა” რამდენიმე პედაგოგიც დააფიქსირა. ასევე, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც დაახლოებით ნახევარი საათის წინ “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბთან იყვნენ შეკრებილნი და მათ ოცნების მასიურებს ურიგებდნენ.
შეხვედრის დასასწყისში და შემდეგ ბიძინა ივანიშვილს და პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს ოზურგეთლებმა უამრავი წერილი გადასცეს.