სხდომა ზეპირი მოსმენით წარიმართა. საბჭოს წევრები პირადად გაესაუბრნენ 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს, რომლებთან მიმართებითაც დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.
გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ გაითვალისწინა როგორც დანაშაულის ხასიათი, სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევა, მათი დამოკიდებულება წარსულში ჩადენილ დანაშაულთან და ოჯახური მდგომარეობა, ისე სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა/ქცევა და მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართულობა. ზეპირი გასაუბრებისა და წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საბჭოს წევრებს შესაძლებლობა მიეცათ ინდივიდუალურად შეეფასებინათ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.