მაია ფანჯიკიძემ მოლდოვას პარლამენტის სპიკერთან, იგორ კორმანთან ისაუბრა ვილნიუსის სამიტის მოსამზადებელი პერიოდის შესახებ და ვილნიუსის სამიტის შემდგომ პერსპექტივებზე ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და მოლდოვას შორის საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე აქტიური ურთიერთქმედება და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა. მაია ფანჯიკიძემ და იგორ კორმანმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებზეც იმსჯელეს და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებს.
მინისტრის ვიზიტი მოლდოვაში დღეს დაიწყო. საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკვე გამოვიდა სიტყვით “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების” მე-5 ფორუმზე. დღესვე გაიმართა სამუშაო ლანჩი საქართველოს, მოლდოვას და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.
ხვალისთვის დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები მოლდოვას პრემიერ–მინისტრთან იურიე ლეანკასთან და საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრთან ნატალია გერმანთან.