დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პარლამენტის თამჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად კვაჭანტირაძე დახვდებიან.
7 ოქტომბერს დაგეგმილია ჯენიფერ სიმონსის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რის შემდეგაც ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. სურინამის რესპუბლიკის დელეგაცია ბრიფინგის შემდეგ საქართველოს პარლამენტს ეწვევა.
8 ოქტომბერს სურინამის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს, შემდეგ კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით ჯალაღანიას შეხვდება.
დელეგაციის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან წეროვანში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობას, შემდეგ გაემგზავრებიან სოფელ დვანში და მოინახულებენ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები დაათვალიერებენ თბილისისა და მისი შემოგარენის ღირშესანიშნაობებს, კულტურულ ძეგლებს.
სურინამის პარლამენტის თავმჯდომარე ჯენიფერ სიმონსი სამდღიანი ვიზიტის შემდეგ, 11 ოქტომბერს დატოვებს საქართველოს.