“სოციალურ ქსელში ფოტო ვნახე, რომელიც ოზურგეთში ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის დროს არის გადაღებული და ამის გამო გამოვხატე ჩემი მოსაზრება.
ჭეშმარიტების გულისთვის ბრბომ ქრისტე ჯვარზე აცვა. მე არ ვაპირებ ამას ჯერ-ჯერობით. ურჩი მიუშვი ვნებასა თვით შეეყრება ცნებასაო. კომენტარის გარეშე.
გურული მეისრე რკინიგზის შლაგბაუმზე რომ დგას, კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამოცდას აბარებს და ეკითხებიან: მატარებელი უფსკრულში რომ ვარდებოდეს, როგორ მოიქცევიო… წითელ შუქნიშანს ავუნთებო. დავუშვათ არ არის შუქი? მაშინ ჯოხზე დავაბნევ წითელ ლენტს და მაგრად დავიქნევო. დავუშვათ არც ჯოხი გაქვს და არც ლენტიო? მაშინ დავჯდები და ერთ მაგარ კატასტროფას ვნახავო. ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე, მაგრამ სამწუხაროდ, კატასტროფა გარდაუვალია,” _ უთხრა „გურია ნიუსს“ დავით მამალაძემ.